ირაკლი კობახიძემ საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმი გახსნა

გამოვიყენოთ ეს ფორუმი, როგორც პირველი სერიოზული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის კომერციული საქმიანობის წასახალისებლად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო პარტნიორისა და სატრანსპორტო სფეროს საკვანძო სუბიექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიზანი ჩვენი ქვეყნის, როგორც ლოგისტიკური ცენტრისა და რეგიონში კომერციული საქმიანობის ცენტრის გაძლიერებაა.

„სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის წელს დაგეგმილი საინაუგურაციო სხდომა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება ეკონომიკის სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან დამსწრეებს ჩვენს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ძირითადი პრიორიტეტი ადგილობრივი და უცხოური ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობაა. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ტურიზმზე, როგორც საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდ დარგზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანასა და სერბეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, დიდი აუთვისებელი პოტენციალი არსებობს.

მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლა ხელს უწყობს ხალხთაშორის კავშირსა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობას.

საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს მასპინძელი ქვეყნის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საკითხთა მინისტრმა, ზორან დორდევიჩმა, ენერგეტიკისა და სამთო მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრ ანტიჩმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სერბეთის რესპუბლიკაში, იოსებ ნანობაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულს, დრაგან შაგოვნოვიჩს საკონსულო პატენტი გადასცა.

ბიზნესფორუმის გახსნაზე სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ და სერბეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიებას სერბეთის ბიზნეს განვითარების სააგენტოსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. ​

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა