ევროკავშირში რუსეთის ელჩი - ტერეზა მეი რუსეთისგან მითიურ საფრთხეს უკეთ უმკლავდება, ვიდრე Brexit-ის პრობლემას

ტერეზა მეი რუსეთისგან მითიურ საფრთხეს უკეთ უმკლავდება, ვიდრე Brexit-ის პრობლემას, - განაცხადა ევროკავშირში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩიჟოვმა.

„რასაც ჩვენ ვხედავთ, პოლიტიკური ქაოსის სიტუაციაა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის სრული უმწეობაა. ბრიტანეთის მთავრობას რუსეთისგან მითიურ საფრთხესთან გამკლავება უკეთ ეხერხება, ვიდრე თავისი ქვეყნის აქტუალური პრობლემების გადაჭრა“, - განაცხადა ევროკავშირში რუსეთის ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ მესამედ არ დაუჭირა მხარი ლონდონსა და ბრიუსელს შორის მიღწეულ შეთანხმებას Brexit-ის შესახებ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი