მაია ცქიტიშვილი - რუხის კლინიკა იქნება შესაძლებლობა აფხაზი დებისა და ძმებისთვის, რათა იმ სერვისებით ისარგებლონ, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობას სთავაზობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. ამის შემდეგ ობიექტი აღჭურვისა და ექსპლუატაციისთვის, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების ხარისხი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შეამოწმა.

მინისტრის თქმით, „ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა აფხაზი დებისა და ძმებისთვის, რათა ისარგებლონ ყველა იმ სერვისით, რასაც ჩვენი მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს“.

„საპროექტო დოკუმენტაციაში და მშენებლობის პროცესშიც იყო პრობლემები, მაგრამ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მალე ობიექტი იმ მდგომარეობაში იქნება, რომ შევძლებთ ჯანდაცვის სამინისტროს გადავცეთ. ეს კლინიკა სულ ერთ კილომეტრშია აფხაზეთთან და მჯერა, რომ ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა აფხაზი დებისა და ძმებისთვის, რათა ისარგებლონ ყველა იმ სერვისით, რასაც ჩვენი მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

უწყების ცნობითვე, საუნივერსიტეტო საავადმყოფო 220 ადგილზეა გათვლილი. პარალელურად, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, აუზები და სკვერები მოეწყობა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა