ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესწავლა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა.

„გუშინ დავიწყეთ ობიექტის მოკვლევა, მაგრამ ვინაიდან მიმდინარეობდა სამაშველო სამუშაოები, პროცედურულად ხანგრძლივი აღმოჩნდა. გუშინ მოკვლევის პერიოდში რაც შევძელით, იყო, რომ დავათვალიერეთ ტერიტორია და დავიწყეთ შემსწრე პირთა და პასუხისმგებელ პირთა გამოკითხვა. დღეს დილიდან გაგრძელდება მოკვლევის პროცედურები და შესაბამისად, გვექნება კომენტარის გაკეთების საშუალება. ობიექტი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ჩვენი მხრიდან არ იყო შემოწმებული, თუმცა მერიის მხრიდან, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, შემოწმებული იყო,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. ხოლო 8 საათის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესწავლა დაიწყო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა