სულხან სალაძე - სოციალური მომსახურების სისტემაში ორი საკითხი ისევ გამოწვევად რჩება

საიას თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და სოციალურ მუშაკებს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა ორი მნიშვნელოვანი საკითხი ისევ გამოწვევად რჩება.

„ძალიან კარგია, რომ სამინისტრომ გამართა შეხვედრა, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ 2 კრიტიკული საკითხი და მნიშვენლოვანი თემაა, რომელიც სულ გასდევს ამ პროცესს და ისევ გამოწვევად რჩება.

რაც უნდა იყოს გათვალისწინებული ამ პროცესში ეს არის ის, რომ სამინისტრომ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს სოციალური მუშაკების შრომითი უფლებების დაცვა და ხელშეწყობა ამ პროცესში და მეორე, ბენეფიციარებმა უნდა მიიღონ ამ პროცესში მომსახურება, რაც პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია იმ ვალდებულებების და იმ პროცესების გაუმჯობესებაზე, რომლის ირგვლივაც გვიწევს ამ პროცესში საუბარი. თუ დღეს ვინმე ქვეყანაში ვერ ღებულობს იმ სერვისებს, როგორსაც უნდა ღებულობდნენ სოციალური მუშაკები, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თავად სამინისტროს, ვინაიდან ამ უწყებას უფრო ადრე უნდა დაეწყო ამ პროცესში ეფექტური ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა სალაძემ.

მისივე თქმით, ამ პროცესის ისეთ კონდიციამდე მიყვანა არის საჭირო, რომ საბოლოოდ, სოციალური მუშაკების მოთხოვნების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც კრიტიკულად აუცილებელია, დაკმაყოფილდეს.

„ვინაიდან საჭიროა მათზე დაკისრებული უფლებამოსილებების და იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც კანონით არის მისაღები მათ საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე