ნუკრი ქანთარია სერგო რატიანს - მე თქვენგან განსხვავებით გამოჩენილი ადამიანი ვარ - პროკურორს ნუ თამაშობ, თავის გამოჩენა აქ საჭირო არაა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, სადაც განათლების ზოგადი კანონის მესამე მუხლიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღებაზე მსჯელობენ, კანონპროექტის ინიციატორ ნუკრი ქანთარისა და „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგო რატიანს შორის დაპირისპირება მოხდა.

რატიანი დაინტერესდა რაში არ ეთანხმება ქანთარია მოქმედ რედაქციას და შესთავაზა ლექსიკონის მოტანა, სადაც სიტყვა ლიბერალურს ის განმარტება აქვს, როგორადაც ქანთარია განმარტავს.

„სერგო ახლა პროკურორს ნუ თამაშობ. თავის გამოჩენა აქ საჭირო არაა“, - მიმართა ქანთარიამ რატიანს, რაზეც რატიანმა შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა: „ბატონო ნუკრი, თქვენ უკვე გამოიჩინეთ თავი, თან ძალიან უცნაურად“.

„მე თქვენგან განსხვავებით გამოჩენილი ადამიანი ვარ, დრამატულ წრეში ნუ გგონია თავი. ბავშვობაში ხარ გადასული“, - უპასუხა ქანთარიამ.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში “ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღებაზე მსჯელობენ. კანონპროექტი დეპუტატების, ალექსანდრე ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის მიერ არის ინიცირებული. კანონპროექტის თანახმად ცვლილება ზოგადი განათლების შესახებ საქართველოში კანონის მესამე მუხლში ცვლილების შეტანას გულისხმობს. როგორც ქანთარიამ განმარტა „ლიბერალიზმი ეს დღეს აღარ არის აზროვნების თავისუფლება ეს არის ინსტინქტების თავისუფლება, „რაც მე მინდა“, „რაც მე მსურს“ უკონტროლობის ხიასიათი მიიღო. ეს უკვე არის პოლიტიკური ფილოსოფია“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო