ლევან გოგიჩაიშვილი - ძალიან უხერხული მდგომარეობა შეიქმნა - დაუძახეს ვენეციის კომისიიდან ადამიანებს და კანონპროექტზე გადაწყვეტილება დაახვედრეს

კობახიძის კანონპროექტი არის ნაბიჯი და სურვილი გაკონტროლდეს სასამართლო ხელისუფლება დაახლოებით ისე, როგორც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებდა სასამართლო ხელისუფლებას, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, ვენეციის კომისიის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაშია, რადგან მოიწვიეს ვენეციის კომისია საკუთარი კანონპროექტის შესაფასებლად, თუმცა აღნიშნულ პროექტზე გადაწყვეტილება მათ უკვე გამზადებული დაახვედრეს.

“პროცესი არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, თუ გავითვალისწინებთ კონტექსტს, თუ რატომ მოხდა დღეს ამ ადამიანებთან შეხვედრა. ისინი მოიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგრამ ძალიან უხერხული მდგომარეობა შეიქმნა, როდესაც ფაქტობრივად, დაუძახეს ადამიანებს და გადაწყვეტილება დაახვედრეს. რა თქმა უნდა, ამას ისინი ღიად არ აფიქსირებენ, მაგრამ დიდი უხერხულობის გრძნობას უტოვებს. ჩვენთვის ეს პროცესი, რომელსაც აწარმოებს უმრავლესობა, არასწორია და მიმართულია ხელისუფლების მიერ სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლებისაკენ. ეს არის ნაბიჯი და სურვილი გაკონტროლდეს სასამართლო ხელისუფლება დაახლოებით ისე, როგორც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებდა სასამართლო ხელისუფლებას. ეს არის ძალიან საშიში და სახიფათო პროცესი და ეს სახიფათო თამაში წამოიწყო „ქართულმა ოცნებამ“. სამწუხაროდ, ვერ შევძელით ამ პროცესის გაჩერება, არაერთი მცდელობისა და საუბრებისა დიდი ხნის განმავლობაში, როგორც პარტიის შიგნით, ასევე, მას შემდეგ, რაც დავტოვეთ უმრავლესობა. რეალურად, ისევ იმ წრეზე ვტრიალებთ და ვერ გამოვედით იმ მოჯადოებული წრიდან, როდესაც ხელისუფლებებს ვერ ავაღებინეთ ხელი სასამართლოზე კონტროლის სურვილისგან. ჩვენ ამ ქვეყნაში გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც არის ძალიან ბევრი რამის გარანტი”,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი