დასავლეთ საქართველოში „თხილის გადარჩენის პროგრამა“ დაიწყო

თხილის კულტურის დასაცავად დასავლეთ საქართველოში კომპლექსური სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილესთან გიორგი იაკობაშვილთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

გიორგი ხანიშვილმა მეთხილეობის დარგში მომუშავე ფერმერებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამასა და ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

შეხვედრაზე ფერმერებმა აღნიშნეს, რომ სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ თხილის პლანტაციები რამდენჯერმე შეწამლეს და გასულ წლებთან შედარებით შარშან უკეთესი მოსავალი აიღეს.

,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი თოდუას განცხადებით, „თხილის გადარჩენის პროგრამაში“ ჩართულ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, მაღალი ხარისხის პესტიციდები შეღავათიან ფასად მიიღონ. პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებულ ფერმერთა ჯგუფებს გადაეცემა მაღალეფექტური შესაწამლი აპარატები, რომელთა მეშვეობითაც ისინი აგროტექნიკური ღონისძიებების ფარგლებში რეკომენდებულ წამლობებს მაღალ დონეზე ჩაატარებენ.

სახელმწიფოს მიერ შექმნილი „თხილის გადარჩენის პროგრამა“ მოიცავს მასშტაბურ საკონსულტაციო სამუშაოებს, ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდას, რათა დროულად გატარდეს საჭირო ღონისძიებები და თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა