შრომის ინსპექტორი - ჭავჭავაძის #5-ში მიმდინარე მშენებლობაზე არ ხდებოდა რისკებისა და საფრთხეების შეფასება და უბედური შემთხვევა სწორედ ამან გამოიწვია

არ ხდებოდა კონკრეტული რისკების, არსებული საფრთხეების შეფასება და სწორედ ამან გამოიწვია შემთხვევა, - ამის შესახებ შრომის ინსპექტორმა მაია მიქაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები ჭავჭავაძის #5-ში, იმ ტერიტორიაზე იყვნენ შესულები, სადაც წუხელ მომხდარ უბედურ შემთხვევას ორი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა. შრომის ინსპექტორის, მაია მიქაძის განცხადებით, მოკვლევა კვლავ გრძელდება, თუმცა სურათიდან ჩანს, რომ გარკვეული საფრთხეების იდენტიფიცირება ობიექტზე არ ხდებოდა.

„როგორც მოგეხსენებათ, შრომის ინსპექციამ მყისიერად მოახდინა გუშინდელ ფაქტზე რეაგირება. ჩვენ ვიყავით გუშინ შემთხვევის ადგილზე. მოკვლევა გრძელდება დღესაც, რაც გულისხმობს შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობას, შემსწრე პირების გამოკითხვას, შესწავლას, თუ რამდენად ხორციელდებოდა მაგალითად, საფრთხეების იდენტიფიცირება, რამდენად მიმდინარეობდა სწავლება და რამდენად იცოდნენ ადამიანებმა კონკრეტულ სამუშაოებთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განეხორციელებინათ ის. შეგვიძლია ვთქვათ იმ საფრთხეებიდან გამომდინარე და იმ სურათიდან, რაც არსებობს ობიექტზე, რომ არ ხდებოდა კონკრეტული რისკების, არსებული საფრთხეების შეფასება და სწორედ ამან გამოიწვია ეს კონკრეტული შემთხვევა. ხოლო უფრო დეტალურად, თუ რა სისტემურმა და ძირეულმა მიზეზებმა გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა, მხოლოდ მას შემდგომ შეგვიძლია საუბარი, რაც დასრულდება მოკვლევის პროცესი და კომპლექსურად შემოწმდება ყველაფერი“, - განაცხადა მან.

მიქაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ კონკრეტულ სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი ახორციელებდა, პასუხისმგებლობისგან შემკვეთი არ თავისუფლდება.

„საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, უსაფრთხოების შესახებ, პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება შემკვეთი, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს ქვეკონტრაქტორი. შეთანხმების შედეგად ერთობლივად უნდა იყოს განსაზღვრული უსაფრთხოების ნორმები კონკრეტულ სამუშაო ობიექტზე“, - აღნიშნა ინსპექტორმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე