ეუთო - უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური კონკურენტულ გარემოში ჩატარდა

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, ფუნდამენტური უფლებები მთლიანობაში დაცული იყო. ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საპატიო თავმჯდომარემ ილკა კანერვამ განაცხადა.

„ამომრჩევლებს ფართო არჩევანი ჰქონდათ. არჩევნების დღე მთლიანობაში პოზიტიურად ფასდება“, - განაცხადა ილკა კანერვამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ამომრჩეველთა ხმების 80%-ის დათვლის შედეგად, ცნობილი მსახიობი და შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი ხმათა 30.41%-ით ლიდერობს. მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მეორე ადგილზეა. მან ამომრჩეველთა ხმების 16.03% მიიღო, ხოლო პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო მესამე ადგილზეა 13.24%-ით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა