ჭავჭავაძეზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციაში კომპანიის „ხიმიჯ სერვის 2“- ის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში კომპანიის „ხიმიჯ სერვის 2“- ის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს. ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ განაცხადა.

„ამ წუთებში კომპანიის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს. შემსრულებელი პირდაპირ არის პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რაც დადგა, ამას ვერ გავექცევით. დაცული ბოლომდე რომ ყოფილიყო, დამიჯერეთ არ მოხდებოდა ეს ამბავი. ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც მე გამაჩნია, უსაფრთხოებასა და ადამიანური რესურსის დაცვაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა არის „ხიმიჯ სერვისზე“. ამის უარყოფა იქნება არასწორი“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.

ჭავჭავაძის გამზირზე მშენებელი კომპანია არის, „ტრანსმშენი“, მაგრამ „ხიმიჯ სერვის 2“ კი ქვეკონტრაქტორი კომპანიაა, რომელიც ახორციელებდა სამუშაოებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა