ჯანდაცვის სამინისტრო თბილისში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თბილისში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, თავისივე შერჩეული საცხოვრებელი ფართები სამინისტროს თანადაფინანსებით შეისყიდონ.

„სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ერთ კვადრატულ მეტრზე მაქსიმუმ 350 აშშ დოლარით დააფინანსებს. თავის მხრივ, დევნილი ოჯახის წილი კვადრატულ მეტრზე მინიმუმ 60 დოლარს უნდა შეადგენდეს. შესასყიდი საცხოვრებელი ფართის კვადრატულობას ოჯახის წევრთა რაოდენობა განსაზღვრავს. ერთსულიანი ოჯახისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 35კვ.მ, ორსულიანი ოჯახისთვის 40კვ.მ, ხოლო ყოველ მომდევნო წევრზე დამატებით 10კვ.მ. პროგრამაში ჩართვის მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დღეს დაიწყება და 1 მაისამდე გაგრძელდება.

განაცხადები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოში თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში შემდეგ მისამართებზე: თბილისი - თამარაშვილის ქ. N15ა; ზუგდიდი - აღმაშენებლის ქ. N106; ქუთაისი - ირაკლი აბაშიძის გამზ. N27“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა