გამომცემლობები „დედა ენასთან“ დაკავშირებულ საკითხზე განცხადებას ავრცელებენ

გამომცემლობები „ბაკურ სულაკაური“, „ამც“, „საქართველოს მაცნე“, „მერიდიანი“ პარლამენტის განათლების კომიტეტზე „დედა ენასთან“ დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურენ. როგორც გამომცემლების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი ისინი უნდობლობას უცხადებენ კომისიას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გამომცემლობების მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების შესაბამისობა გოგებაშვილის „დედა ენასთან“.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენთვის, ქართული ენისა და ლიტერატურის 1-ლი კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოების გამომცემლებისთვის („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „ამც“, „საქართველოს მაცნე“, „მერიდიანი“), გახდა ცნობილი, რომ 2019 წლის 1 აპრილს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა კომიტეტის სხდომაზე განსახილველად წარადგინა მისი და კომიტეტის წევრის ზაზა გაბუნიას საკანონმდებლო ინიციატივის შეცვლილი ვერსია, რომლის თანახმადაც არამატერიალური კულტურის ძეგლის, ამ შემთხვევაში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“, გადასამუშავებლად უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ერთი მხრივ, თავად გადაამუშავებს „დედა ენას“, ხოლო მეორე მხრივ, შეაფასებს ავტორთა სხვა ჯგუფების მიერ „დედა ენის“ გადამუშავებული ვერსიების შესაბამისობას გოგებაშვილისეულ პრინციპებთან.

ჩვენი აზრით, თუ კომისია თავად შექმნის ერთ ვერსიას და სხვის შექმნილ ვერსიებსაც იგივე კომისია შეაფასებს, წარმოიშვება აშკარა ინტერსთა კონფლიქტი, რისი დანერგვა საკანონმდებლო დონეზე სრულიად მიუღებელია. ასევე მიუღებელია, კომისიამ შეიმუშავოს “დედაენის” ერთადერთი გადამუშავებული ვერსია, რომლის ავტორად იაკობ გოგებაშვილი იქნება დადგენილი, მაშინ, როდესაც ავტორის სიცოცხლეში სახელმძღვანელოს არაერთი გამოცემა იყო დაბეჭდილი.

სასურველია, კომისია შეიქმნას ერთი მიზნით - შეიმუშავოს ის პრინციპები და კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება სხვადასხვა ავტორთა ჯგუფების მიერ გადამუშავებული ვერსიების შესაბამისობის დადგენა გოგოებაშვილისეულ პრინციპებთან და მეთოდთან, ხოლო ასეთ სახელმძღვანელოებს დაეწეროს - შედგენლია იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” მიხედვით.

ამავე დროს ვაცხადებთ, რომ იმისათვის, რათა არ დაირღვეს სხვა ავტორთა ჯგუფების ინტერესები და ყველა ჯგუფი იყოს თანაბარ კონკურენტულ გარემოში, ნებისმიერი ვერსია, რომელიც კომისიისგან მიიღებს შესაბამისობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, სახელმძღვანელოს სტატუსის მოსაპოვებლად უნდა იღებდეს მონაწილეობას განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გრიფირების პროცესში“, - ნათქვამია გამომცემელთა ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა