საქართველოში აუტიზმის კომპლექსური ცენტრი აშენდება

საქართველოში, რეგიონში უნიკალური, აუტიზმის კომპლექსური ცენტრი აშენდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც აუტიზმის კომპლექსურ ცენტრს ააშენებს.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სიმბოლურია, რომ დღეს, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს საქართველოში ეროვნული ცენტრის მშენებლობა იწყება.

მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აუტიზმის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების განვითარებისთვის საჭირო სერვისების დანერგვაში მონაწილეობდა.

„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ ეროვნულ საქმეში. მინდა მოვუწოდო სხვა კომპანიებსაც და ქართველ მეწარმეებსაც, მეტად იაქტიურონ ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, აუტიზმის ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ასევე თბილისის მერიას წლების განმავლობაში პროგრამის მხარდაჭერისთვის.

პროექტის პრეზენტაციას მამუკა ბახტაძე მთავრობის წევრებსა და თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად დაესწრო. აუტიზმის ეროვნული ცენტრს „აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი“ ააშენებს. რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი 16 წლის ასაკის ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებს მოემსახურება. ცენტრში არსებული სერვისები მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და მათი უნიკალური უნარების განვითარებაში დაეხმარება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა