თურქეთის მმართველი პარტია სტამბოლის მერის არჩევნების შედეგებს დღეს გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Hurriyet ავრცელებს.
„სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ ცესკო-ში წარადგენს აპელაციას სტამბოლის 39 უბნიდან მიღებულ შედეგებზე.
შეგახსენებთ, რომ „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოგლუმ ქვეყნის ყოფილი პრემიერი ბინალი ილდირიმი დაამარცხა.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ხმების დათვლისას ადგილი ჰქონდა დარღვევებს.