საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის პანელის სხდომას მასპინძლობს

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის პანელის სხდომას მასპინძლობს, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა გახსნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორდღიანი შეხვედრების მთავარ თემას საჯარო სამსახურის რეფორმა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ღონისძიების მონაწილეებმა საჯარო სამსახურის რეფორმის გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს. ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, განიხილეს საჯარო მმართველობის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების მოდელები.

კახა კახიშვილმა მოწვეულ სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინტერესს კარგი მმართველობის პრინციპებზე დაყრდნობით ევროკავშირის სტანდარტების დამკვიდრება წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც საჯარო მმართველობის რეფორმა გახლავთ. საქართველომ საჯარო მმართველობის კუთხით ძალიან კარგი გამოცდილება დააგროვა და სამუშაო შეხვედრის ფორმატში, მზად ვართ მისი გაზიარებისათვის. დეპოლიტიზირებული და პროფესიონალიზმზე დამყარებული საჯარო სამსახური არის ქვეყნის დემოკრატიული მართვის საფუძველი,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ცნობისთვის, ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები მოინახულებენ „ტექნო პარკს“, რომელიც ინოვაციური საჯარო მმართველობის პრაქტიკული მაგალითია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა