სოფელ ართანაში, სადაც ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, სასტუმროს მშენებლობაზე ოთხი ადამაინი დაშავდა. შენობის ერთ ნაწილში, ბეტონის კონსტრუქცია ჩამოიმნგრა და რამდენიმე მუშა მოიყოლა. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

დაშავებულებს ქვედა კიდურების და სხეულის სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნებათ. ექიმის თქმით ოთხივე დაშავებულს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ართანა ჰესის“ მიმდებარედ სასტუმროს და ღვინის მარნის მშენებლობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. რა გახდა კედლის ჩამონგრევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე ექსპერტ -კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება 240 -ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა