ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი - ჩემი მიზანი არ არის დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გასამართლება, ჩემი მიზანი სიმართლის დამტკიცებაა

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის განცხადებით, მისი მიზანი არ არის, სამართლებრივად პასუხი აგოს მისმა ყოფილმა მეუღლემ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა. როგორც მან თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მიზანი სიმართლის დამტკიცებაა ,თუმცა რას გულისხმობს ეს სიმართლე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი არ აკონკრეტებს.

ამასთან, მისი თქმით, პოლიციის სამმართველოში დეტალური გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომელიც არ დასრულებულა და უნდა გაგრძელდეს, თუმცა როდის, მისთვის უცნობია. ამასთან, ანა ბაგრატინ-გრუზინკის განმარტებით, გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

"ჩემი მიზანი არ არის გასამართლდეს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი.სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის დოკუმენტი უბრალოდ, ერთ-ერთ საქმეში იყო ჩადებული და შემდეგ რაღაც სიტუაციამ ამოატივტივა. ჩემი მიზანი სიმართლის დამტკიცებაა“, - ,განაცხადა ანა ბაგრატონ-გრუზინსკიმ.

ანა ბაგრატონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამომძიებლების შეკითხვებს დაახლოებით 6 საათის განმავლობაში პასუხობდა. გამოძიებას 2014 წელს მასზე განხორიელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტთან ჰქონდა კითხვები. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატების მტკიცებით, მას ფიზიკური დაზიანებები სავარაუოდ ბლაგვი საგნით, ყოფილმა მეუღლემ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მიაყენა. ადვოკატების ინფირმაციით, ამასთან დაკავშირებით სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს დასკვნაც არსებობს.

"ჩემი მიზანი არ არის დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გასამართლება, მიზანი სიმართლის დამტკიცებაა" - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ