პარლამენტში ლევან იზორიას მოსმენისას უმრავლესობა ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, ოპოზიცია კი საკადრო ცვლილებებზე აპირებს ყურადღების გამახვილებას

მიმდინარე სასესიო კვირას, 4 აპრილს, "მინისტრის საათის" ფარგლებში, პარლამენტში თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმენენ. მინისტრი პარლამენტს გაწეული მუშაობის შედეგებს წარუდგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს, დაგეგმილია პოლიტიკური დებატები.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა, ყურადღების გამახვილებას, თავდაცვითი მიმართულებით ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, ამ მხრივ არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე გაამახვილებს. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, ყურადღება გამახვილდება სამინისტროში გატარებულ საკადრო ცვლილებებზე, ბიუჯეტის ათვისების საკითხსა და სამომავლოდ დაგეგმილ ცვლილებებზე.

„მინისტრის საათს“ პარლამენტის ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს. აღნიშნულ ფორმატში საკანონმდებლო ორგანოს წინაშე უკვე წარდგა რამდენიმე მინისტრი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს