კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 72% საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს, ხოლო 11%-ს კერძო დაზღვევა აქვს

გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 9%-ია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემით ძალიან კმაყოფილი, ხოლო მოსახლეობის 40,6% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო, - აღნიშნულის შესახებ კვლევა "ღია საზოგადოების ფონდმა" გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 72% საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს, ხოლო 11% კერძო დაზღვევა აქვს.

გეოგრაფიულ ჭრილში, თბილისის მოსახლეობის 18,7%, ხოლო რეგიონების მცხოვრებელთა 7,2% სარგებლობს კერძო დაზღვევით.

საქართველოს მოსახლეობის 48% კონსულტაციის მიღების მიზნით ოჯახის ექიმს მიმართავს, 26,3% - ვიწრო სპეციალიზაციის ექიმს, ხოლო 18,3% - აფთიაქს.

კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს.

საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე