გედევან ფოფხაძე ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე  - ის ადამიანები, ვისაც ამ პროცესში მონაწილეობა აქვთ მიღებული, უნდა დაისაჯონ

ის ადამიანები, ვისაც ამ პროცესში მონაწილეობა აქვთ მიღებული, უნდა დაისაჯონ და ეს იქნება საზოგადოებისთვის ყველაზე სწორი პასუხი ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მან ასევე ისაუბრა პროკურატურის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, კერზაიას შვილს დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭა.

„მე მიმაჩნია, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება რბილად რომ ვთქვა, არასწორია, მგონია, რომ თუ ბაჩანა შენგელიას არ ექნება დაზარალებულის სტატუსი, ის თავის კანონიერ ინტერესებს ვერ დაიცავს.

გარდა ამისა, მგონია, რომ თუკი ადეკვატური პასუხი არ იქნება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ამ შემთხვევაზე, მომავალში არჩევნების სამართლიანობაზე ლაპარაკი იქნება ძალიან რთული. პირადად ჩემთვის, ის, რომ ქალბატონ იაზე განხორციელდა ზეწოლა, არანაირ კითხვის ნიშნებს არ აჩენს, მე ამაში ვარ დარწმუნებული და ხელისუფლებას ერთადერთი რაც შეუძლია მის ხსოვნასთან დაკავშირებით სწორად მოიქცეს, არის ის, რომ უბრალოდ პასუხი მოსთხოვეს იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ქმედება განახორციელეს. გასაგებია, რომ მათ მისი გარდაცვალება მიზნად არ ჰქონდათ, მაგრამ მათმა არასწორმა ნაბიჯებმა გამოიწვიეს მისი გარდაცვალება“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი