ლელა ქსოვრელის ადვოკატი 4 წლის გოგონას გარდაცვალებაზე - ეს უბედური შემთხვევა დანაშაულის შედეგი არ არის - ბავშვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაიცვალა

ეს უბედური შემთხვევა დანაშაულის შედეგი არ არის, ბავშვი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაიცვალა და არა, რომელიმე ადამიანის დანაშაულის შედეგად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული დედის, ლელა ქსოვრელის ადვოკატმა, ბესიკ ტალახაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქმეში ქსოვრელის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და 4 წლის გოგონა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაიცვალა და არა, დედის მიერ მიყენებული დაზიანებებით.

„პროკურორს ახალი არაფერი უთქვამს, ახალი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რაც დაადასტურებდა ლელა ქსოვრელის მიერ დანაშაულის ჩადენას. საქმეში არ არის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, არც ერთი მოწმე არ არის, რომელიც დანაშაულის თვითმხილველი იქნებოდა და დაადასტურებდა ქსოვრელის მხრიდან დანაშაულის ჩადენას. ბრალდება ვერანაირად ვერ ადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან დანაშაულის ჩადენას.

იმედი მაქვს, სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ბავშვს ჯამრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. ის ხშირად ეცემოდა, ჰქონდა ისტერიკა, წყლის ისტერიკულად ეშინოდა, ბანაობის დროს დაზიანებებს სისტემატიურად იღებდა. ეს უბედური შემთხვევა დანაშაულის შედეგი არ არის, ბავშვი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაიცვალა და არა, რომელიმე ადამიანის დანაშაულის შედეგად“, - აცხადებს ტალახაძე.

რაც შეეხება, 5 წლის ლუკა ქსოვრელის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას, ადვოკატის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარდგენილი არ აქვს.

„ლუკა ქსოვრელთან დაკავშირებით, ლელა ქსოვრელს სახელმწიფო ბრალდება არაფერს ედავება. ამასთან დაკავშირებით, მას ბრალი წარდგენილი არ აქვს და კომენტარს ვერ გავაკეთებ. ქსოვრელი სასამართლოში ჩვენებას აუცილებლად მისცემს, როცა ამის ეტაპი მოვა“, - აღნიშნავს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.

პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

გამოძიება ასევე მიმდინარეობს სოციალური მუშაკების მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით.

იხილეთ ვიდეო: ლელა ქსოვრელის ადვოკატი 4 წლის გოგონას გარდაცვალებაზე - ბავშვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაიცვალა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა