გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჰუნანის პროვინციის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰუნანის პროვინციის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხარეს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შულავერში ენერგოეფექტური სათბურის პროექტის წარმატებით განხორციელებაში ეკონომიკური მხარდაჭერისთვის. აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო ქართველი ფერმერების გადამზადებასა და ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.

დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარეს ჰუნანის პროვინციაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ეტაპები გააცნეს. საუბარი შეეხო ჰუნანში ჩაის კულტივაციის და ექსპორტის საკითხს, რომლის მაჩვენებლითაც პროვინცია მსოფლიო მასშტაბით მოწინავე რიგებშია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ ტენდენციას. აქცენტი გაკეთდა ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროექტზე, ჩაის ახალი ჯიშების შემოტანასა და ჰუნანის პროვინციის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

დელეგაციის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოში წყლის რესურსების დიდი პოტენციალისა და აკვაკულტურების განვითარების შესაძლებლობებზე.

„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული ხელშეკრულება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და სამომავლო პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ჩინეთში ქართული მარანი გაკეთდა და ქართული ჯიშის ყურძენი გაშენდა.

ჰუნანის პროვინციის სავაჭრო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ლი ხინქიუს თქმით, ჰუნანის პროვინცია საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს და სრულ მხარდაჭერას გამოხატავს შემდგომი თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა