პრემიერმა ახალგაზრდობის საკითხებში მრჩეველი წარადგინა

ახალგაზრდობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მრჩევლის, რეზო ჩარკვიანის განცხადებით, მთავრობის ძირითადი მიმართულებაა შეიქმნას სტრატეგიები და კონკრეტული პროექტები ახალგაზრდების ჩართულობით.

როგორც ჩარკვიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეორე მიმართულებაა კერძო სექტორში ახალგაზრდების დასაქმების წილის გაზრდა.

„დღეს პრემიერმა ისაუბრა სტრატეგიულ მიმართულებაზე - განათლებაზე, რასაც დიდწილად მოიცავს ახალგაზრული მიმართულება. თუმცა, ამასთან ერთად იქნება მიმართულებები, ეს არის ახალგაზრდული ეკონომიკის მიმართულება და არაფორმალური და ფორმალური განათლების მიმართულება. სამივეზე შეიქმნება სტრატეგიები. ხედვა არის ის, რომ თუ გვინდა თანამედროვე სახელმწიფო შეიქმნას, ლიბერალური, დემოკრატიული ქვეყანა, ამისთვის აუცილებელი პირობაა ახალგაზრდების ჩართულობა ყველა ამ სფეროში, რაც ვახსენე. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ სფეროების განვითარება ახალგაზრდების ხედვით. შეიქმნება სტრატეგიები და კონკრეტული პროექტები არა ზემოდან ქვემოთ, არამედ, თავად ახალგაზრდების მიერ. ასევე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მიერ საკუთარი სტარტაპების წარმოება და ეროვნულ ეკონომიკაში დოვლათის შეტანა. მეორე მიმართულებაა ახალგაზრდების დასაქმება კერძო სექტორში“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ჩარკვიანი მოვალეობის შესრულებას ახლახანს შეუდგა. ის დღეს მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე წარადგინა.

რეზო ჩარკვიანმა 2000 წელს დაამთავრა ESM-თბილისი. 1999 წელს დაარსა სარეკლამო სააგენტო „სარკე“, რომელშიც 2009 წლის ბოლომდე დირექტორი და სენიორ კონსულტანტი იყო. 2010-2013 წლებში რამოდენიმე კომპანიის მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

2012 წლიდან დღემდე არის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლექციებს კითხულობს ბიზნეს სკოლა ESM-ის ბაკალავრიატის სტუდენტებთან, მარკეტინგსა და სტრატეგიულ ბრენდინგში. არის სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „მილენიალ ჰაბის“ დირექტორი და სენიორ კონსულტანტი, ასევე ორი სტარტაპის დამფუძნებელი, ესენია „ჟუჟუნა ღვინო“ და „ჯონ ვრაპი“. ამავე დროს, რეზო ჩარკვიანი არის ახალი თაობის, მილენიალების მენტორი და ქოუჩი მათ სტარტაპსაქმიანობასა და კარიერული ზრდის მიმართულებით.

იხილეთ ვიდეო: პრემიერმა ახალგაზრდობის საკითხებში მრჩეველი წარადგინა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი