თამარ ჩუგოშვილი ემზარ კვიციანს - სცადეთ მაინც ცოტა ეთიკურად გამოხატოთ მოსაზრებები თქვენს ინიციატივასთან დაკავშირებით

პარლამენტის პლენარული სხდომის წამყვანმა თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატ ემზარ კვიციანს მის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას მიკროფონი გაუთიშა და ეთიკის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდა.

ჩუგოშვილმა კვიციანს მიმართა, რომ პარლამენტის წევრს დისკრიმინაციული გამოსვლების უფლება არა აქვს.

„არ მიკვირს ეს რომ ვერ მოახერხეთ, რადგან მთელი თქვენი ინიციატივა არის სრულიად დისკრიმინაციული. სცადეთ მაინც ცოტა ეთიკურად გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები თქვენს ინიციატივასთან დაკავშირებით“, - მიმართა ჩუგოშვილმა ემზარ კვიციანს.

თამარ ჩუგიშვილის კრიტიკა ემზარ კვიციანის გამოსვლის იმ ნაწილს მოჰყვა, როცა მან განაცხადა, რომ უწმინდესის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო უკანონობის დაკანონება, უკანონობის დაკანონება კი არის ცოდვა და ამას არც ერთი მორწმუნე არ მიიღებდა.

პარლამენტი კანონებიდან ტერმინების “სექსუალური ორიენტაციისა“ და “გენდერული იდენტობის“ ამოღების საკითხზე მსჯელობს. პარლამენტს დეპუტატმა ემზარ კვიციანმა წარუდგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვაც პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა