გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ერთობლივი სემინარი დასრულდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ერთობლივი სემინარი დასრულდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამი დღის განმავლობაში, მონაწილეებმა ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების როლზე იმსჯელეს. განიხილეს ეროვნული და საერთაშორისო გუნდების ფორმირებისთვის აუცილებელი აქტივობები.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფი ჯანდაცვის პერსონალის პროფესიონალებისგან შედგება და საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კლინიკური სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს.სემინარი - „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების შესაძლებობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება“ - საქართველოში პირველად ჩატარდა.

ღონისძიებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, ასევე ცენტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა