დავით სერგეენკო შრომის უსაფრთხოებაზე - მიმართულება, საითაც მივდივართ - სწორია, თუმცა, გარკვეული პროცესები უფრო ინტენსიურად არის წასამართი

მიმართულება, საითაც მივდივართ - სწორია, თუმცა, გარკვეული პროცესები უფრო ინტენსიურად არის წასამართი, - ასე უპასუხა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა საქართველოში შრომის უსაფრთხოება დაცული.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, შრომის უსაფრთხოების სისტემის აწყობა 2015 წლიდან დაიწყო, თუმცა ამას დრო და ადამიანური რესურსი სჭირდება.

„უსაფრთხოების სისტემა და შრომის უსაფრთხოება იმ ხარისხით, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, ჩვენ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ გვაქვს ორი მიზეზის გამო. პირველი - ამ სისტემის აწყობა თავიდან გახდა საჭირო 2015 წლიდან. ამას წინ უძღოდა საკანონმდებლო ცვლილებები და კონკრეტული ინსტიტუციონალური ცვლილებები 2015 წლიდან დაიწყო. ამას დრო სჭირდება და გვეხმარებიან საერთაშორისო გამოცდილების პარტნიორები. მეორეა ის, რომ ზოგადად ასეთი სისტემის ჩამოყალიბებას სჭირდება ადამიანური რესურსები, რომელიც ახლა ყალიბდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ევროპული სტანდარტის შრომის უსაფრთხოება გვაქვს, პროგრესი და მიმართულება არის სწორი. თითოეული ტრაგიკული შემთხევვა რეალურად ტრაგედიაა და რთულია ამ დროს სტატისტიკაზე ილაპარაკო, თუმცა, ის მიმართულება, საითაც მივდივართ - სწორია და აშკარად, გარკვეული პროცესები არის უფრო ინტენსიურად წასამართი“, - განაცხადა სერგეენკომ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე