დავით სერგეენკო - შენობაში ძალადობრივი შეჭრა გამოსავალი არ არის, რომლითაც დევნილები საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, შენობაში ძალადობრივი, ძალისმიერი შეჭრა გამოსავალი არ არის, რომლითაც დევნილი ოჯახები საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, დევნილებს არ აკმაყოფილებთ ბინების განაწილების მეთოდოლოგია, რასთან დაკავშირებითაც სამინისტრო მათთან ერთად მუშაობს და თუ საჭირო გახდება მეთოდოლოგიაში ცვლილებები შევა.

„ერთადერთი გზა არის, რომ ის რიგითობა, რომლის დაცვის ვალდებულებაც გვაქვს, უნდა იყოს შეთანხმებული დევნილთა საზოგადოებასთან, გამჭვირვალე და აღქმადი მათი ჩართულობით. სხვანაირად ერთ ჯერზე ორი მილიარდი დოლარი უბრალოდ არ გვაქვს ამისთვის. ახლა კონკრეტული პრობლემა არის იმაში, რომ დევნილების ნაწილს მეთოდოლოგია, რომელშიც სოციალური საჭიროებებია ჩადებული, არ აკმაყოფილებს. ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით მათ და ერთობლივად ვამუშავებთ მეთოდოლოგიაში ცვლილებას, თუ ეს საჭირო იქნება. მაგრამ გზა არის ერთი - რაღაც რიგითობით, კრიტერიუმებზე და ლოგიკაზე დაფუძნებით ამ ბინების განაწილება. ძალადობრივ გზას შედეგი არ ექნება“, - განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ რამდენიმე დევნილი ოჯახი შეიჭრა. მოლაპარაკებების შემდეგ, ნაწილმა ტერიტორია დატოვა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა