მამუკა ბახტაძე არ პასუხობს კითხვას, რამდენად შეიძლება საქართველომ, სირიის საპასუხოდ, გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიაროს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არ პასუხობს კითხვას, ამერიკის მსგავსად, რამდენად შეიძლება საქართველომ გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიაროს და ამით სირიის მიმართ საპასუხო ნაბიჯი გადადგას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გამო.

შესაბამისი შეკითხვა პრემიერს დღეს გამართულ ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსმა“ დაუსვა.

„ჩვენმა საგარეო უწყებამ ამ საკითხზე გააკეთა კომენტარი და ბუნებრივია, ჩვენ ვართ ძალიან მკაფიო ჩვენს პოზიციაში. ამასთან, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ სამწუხაროდ, ასადის რეჟიმმა რუსეთის ზემოქმედებით მიიღო სრულიად უკანონო გადაწყვეტილება ჩვენ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ დეოკუპაციის და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, ძალიან მოკლე ვადაში ყველა ქვეყანა გადასინჯავს თავიანთ უკანონო გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, „რას აპირებენ ამაზე კომენტარის წინასწარ გაკეთება მიზანშეწონილი არ არის“.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს