ირმა ნადირაშვილი ლევან იზორიას - ხელებს ნუ იშვერთ! მეც შემიძლია გამოვიშვირო  ხელი და ვთქვა, რომ თქვენი ოჯახის წევრი ჩარეული იყო თამბაქოს კონტრაბანდაში - კარგია ასე ლაპარაკი?

„მინისტრის საათის“ ფარგლებში, ლევან იზორიას მოსმენა, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ხმაური სხდომათა დარბაზში „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თავდაცვის მინისტრს, საუბრის მანერები დაუწუნა და მისი ოჯახის წევრი, კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაულა.

„ხელებს კი ნუ იშვერთ! შვიდი წელია ხელისუფლებაში ხართ და თუ ვინმეს დაჰყავდა თავისი ოჯახის წევრი საწვავით, რომლითაც არ უნდა ევლო, გამოიძიეთ, გამოიტანეთ და დასაჯეთ ეს ადამიანები. მეც შემიძლია გამოვიშვირო ხელი და ვთქვა, რომ თქვენი ოჯახის წევრი ჩარეული იყო თამბაქოს კონტრაბანდაში, კარგია ასე ლაპარაკი?“, - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ირმა ნადირაშვილის აღნიშნულ განცხადებას, ადგილიდან რეპლიკა მოჰყვა მინისტრ იზორიას მხრიდან, რომელიც დეპუტატსა და მინისტრს შორის კამათში გადაიზარდა. დარბაზში შექმნილი ხმაურიდან გამომდინარე, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იძულებული გახდა მხარეებისთვის რამდენჯერმე შენიშვნა მიეცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა