ფონდი „იავნანა“ ზავრაშვილების მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ გასულ სიუჟეტს ეხმაურება

ფონდი „იავნანა“ „რუსთავი 2“-ის ეთერში ზავრაშვილების მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ გასულ სიუჟეტს ეხმაურება. ფონდ „იავნანას“ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ფონდი „იავნანა“ თავს ვალდებულად მიიჩნევს გამოეხმაუროს გუშინ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერში“ გასულ სიუჟეტს ზავრაშვილების მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ. სამწუხარო ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების გარკვეულ ნაწილს შემოსავლის არქონისა და უკიდურესი ეკონომიკური პირობების გამო, უჭირს განვითარება და საკუთარი სახლის მოვლა, თუნდაც ყველაზე ელემენტარულის - ჩამტვრეული მინის გამოცვლა. ფონდ „იავნანასთვის“ მძიმე სანახავი იყო თუ რა მდგომარეობაშია 6 წლის შემდეგ ზავარაშვილების ოჯახი და ფონდის მიერ ნაჩუქარი სახლი. მოგახსენებთ, რომ ზავრაშვილების ოჯახს ფონდმა 2013 წელს შეუძინა საკუთარი სახლი სოფელ ვეჯინში, რომელიც იმ დროისთვის გახლდათ საუკეთესო მდგომარეობაში. პაატა ბურჭულაძე პირადად იყო ჩასული ამ ოჯახთან და სახლთან ერთად მათ გადასცა მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტი. „იავნანამ“ აღნიშნული პროექტი ამერიკის, ატლანტის პარტნიორ ორგანიზაციასთან (Atlanta-Ymca) ერთობლივად განახორციელა“, - წერია ფონდ „იავნანას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა