ოპერის მომღერალი (ბანი)
პაატა ბურჭულაძე

1978 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი (დ. ხელაშვილის კლასი), პარალელურად, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1978-1980 წლებში სტაჟირება გაიარა იტალიაში, მილანის თეატრ ”ლა სკალაში", 1981 წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი იყო. 1984 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში. 1987 წელს გახდა საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე.

1985 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ავსტრიაში. 1986 წელს ვენაში შეიქმნა ბურჭულაძის სახელობის კლუბი, რომელიც აერთიანებს მისი ხელოვნების თაყვანისმცემლებს. 1987 წელს მიენიჭა ფილადელფიის საპატიო მოქალაქის წოდება და გადაეცა ქალაქის სიმბოლური გასაღები ”თავისუფლების ზარი”.

პაატა ბურჭულაძეს შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: ტარიელი (ო. თაქთაქიშვილის ”მთვარის მოტაცება”), მაკარი (ვ. დოლიძის ”ქეთო და კოტე”), მარკიზი (გ. ყანჩელის ”და არს მუსიკა”), მეფისტოფელი (ა. ბოიტოს ”მეფისტოფელი”), მეფისტოფელი (შ. გუნოს ”ფაუსტი”), მექე რენე (ჩაიკოვსკის ”იოლანტა”), ბორისი, დოსიფეი (შ. მუსორგსკის ”ბორის გოდუნოვი”, ”ხოვანშჩინა”), ლეპორელო (მოცარტის ”დონ ჟუანი”), დონ ბაზილიო (ჯ. როსინის ”სეველიელი დალაქი”). შესრულებული აქვს ბევრი როლი ჯ. ვერდის ოპერებში.

ასრულებს მუსორგსკის, რახმანოვის და სხვათა რომანსებს.

მოღვაწეობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს დირიჟორებთან (ჰერბერტ ფონ კარაიანი, კ. აბადო, ლ. მააზელი, ზ. გეტა, რ. მუტი, კ.მ. ჯულენი). პაატა ბურჭულაძე მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია: საერთაშორისო კონკურსი ”ვერდის ხმები” (1981, იტალია, II პრემია), ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (1982, მოსკოვი, I პრემია). ფილადელფიის ლუჩიანო პავაროტის საერთაშორისო კონკურსი (1985), მარია კალასის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (1986, მაინის ფრანკფურტი, I პრემია). 1991 წელს მიენიჭა ზ. ფალიაშვილის პრემია, 1992 წელს შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. არის აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო (1982) და ი. გოგებაშვილის სახელობის (1991) პრემიების ლაურეატი.

პაატა ბურჭულაძე სისტემატიურად ჩამოდის თბილისში, მონაწილეობს კონცერტებში. 1998 წელს მისი ინიციატივით და მოანწილეობით თბილისში გაიმართა საოპერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ”ბრავო”, 2000 წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში შეასრულა ი. კეჭაყმაძის საგალობლები ტაძრის მგალობელთა გუნდთან ერთად. ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, არის საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” პრეზიდენტი. 2003 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი, 2001 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ყოფილი ფინანსთა მინისტრი
ივანე მაჭავარიანი
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის ყოფილი მინისტრი
მიხეილ ბატიაშვილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი
მაია ცქიტიშვილი
ლაშა ბერიძის ადვოკატი - სახალხო დამცველის მოსაზრებით, საკმარისი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს, კონკრეტული პირების მიმართ ადგილი ჰქონდეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება
სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების - მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის და კიდევ სამი პირის პროცესი მიმდინარეობს
მიხეილ სააკაშვილი - გარჩევების დრო არ არის, ჯერ ესენი მოვიშოროთ და მერე იქნებ ჩემით გაგშორდეთ და კისერიც გიტეხიათ - რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეს, ამასობაში შვილი მეყოლა, რომელიც სკოლაში წავიდა, მეყოლა შვილიშვილი და თქვენც თმები გაგცვივდათ
ანონსი 14 სექტემბერი
მიხეილ სააკაშვილი - ნიკანორ მელია, რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს ფიცულობდა, ახლა დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე ჩემი მიმართულებით საკნიდან
ნიკოლოზ რაჭველი - გულის ამრევია “ქართული ოცნება” - სამართალი ყველაზე მაღალი ღირებულებაა და უპირველესად გიორგი ანწუხელიძის სული იმსახურებს ამას!
ნიკა გვარამია - რაც ვინმე კირცხალიამ ილაპარაკა, სხვა არაფერია, თუ არა რუსეთთან ურთიერთობის განახლების დაანონსება - ჯერ კულტურული ღონისძიებებით დაიწყება, მერე მოჰყვება სპორტი, ბოლოს იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა
ირაკლი კირცხალია - გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია  იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ, მათ შორის არიან “სუხიშვილები”, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე
ნუგზარ წიკლაური - მდინარაძის „ჩახსნით“ ძალოვან ბლოკზე კობახიძის ძალმოსილება განულებულია, ჩანს, რომ გენერალ მდინარაძის მიმართ ივანიშვილის ნდობა შემცირებულია, თინა რუხაძე კი მოხსნეს, 2 კვირის წინ „გრძელვადიან გეგმებზე“ საუბრობდა
ნინო წილოსანი პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე - სანამ ისინი ტერმინს „უკანონო პატიმრობას“ აიფარებენ ფარად, მანამდე საპროცესო შეთანხმება წარმოუდგენელი იქნება - მათ საპყრობილეში ყოფნა მოჰბეზრდათ, ამიტომ ახლა მორალის უგულებელყოფით შეუძლიათ უკან დახევის სცენარზეც იმუშაონ
პაატა ბურჭულაძე - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ მოწოდებაა, მიიღოთ საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან - ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს
პაატა მანჯგალაძე - მივმართავ ყოფილ კოლეგებს, კობახიძეს, მდინარაძეს და პაპუაშვილს: ვიდრე ჩემს ბრალეულობაზე დაიწყებთ საუბარს, იქნებ მანამდე თქვენი „მიუკერძოებელი“ მოსამართლის, ხუსკივაძის განაჩენი წაგეკითხათ? - რასთან გვაქვს საქმე?
პაატა ბურჭულაძე - 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი ვარ მე, პაატა მანჯგალაძე ორგანიზების ნაწილში საერთოდ არ იყო - ბედნიერი ვარ, რომ ორგანიზატორი ვარ
მიხეილ სააკაშვილი - მურთაზ ზოდელავა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასწრაფოდ „ვივამედში“ გადაიყვანეს - გაირკვა, რომ მან ჩემს გვერდით საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი
ადვოკატის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ბექა ჭულუხიძე ბრალს არ აღიარებს
„იმედის“ ინფორმაციით, სუს-ის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა
სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს
მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს