ოპერის მომღერალი (ბანი)
პაატა ბურჭულაძე

1978 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი (დ. ხელაშვილის კლასი), პარალელურად, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1978-1980 წლებში სტაჟირება გაიარა იტალიაში, მილანის თეატრ ”ლა სკალაში", 1981 წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი იყო. 1984 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში. 1987 წელს გახდა საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე.

1985 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ავსტრიაში. 1986 წელს ვენაში შეიქმნა ბურჭულაძის სახელობის კლუბი, რომელიც აერთიანებს მისი ხელოვნების თაყვანისმცემლებს. 1987 წელს მიენიჭა ფილადელფიის საპატიო მოქალაქის წოდება და გადაეცა ქალაქის სიმბოლური გასაღები ”თავისუფლების ზარი”.

პაატა ბურჭულაძეს შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: ტარიელი (ო. თაქთაქიშვილის ”მთვარის მოტაცება”), მაკარი (ვ. დოლიძის ”ქეთო და კოტე”), მარკიზი (გ. ყანჩელის ”და არს მუსიკა”), მეფისტოფელი (ა. ბოიტოს ”მეფისტოფელი”), მეფისტოფელი (შ. გუნოს ”ფაუსტი”), მექე რენე (ჩაიკოვსკის ”იოლანტა”), ბორისი, დოსიფეი (შ. მუსორგსკის ”ბორის გოდუნოვი”, ”ხოვანშჩინა”), ლეპორელო (მოცარტის ”დონ ჟუანი”), დონ ბაზილიო (ჯ. როსინის ”სეველიელი დალაქი”). შესრულებული აქვს ბევრი როლი ჯ. ვერდის ოპერებში.

ასრულებს მუსორგსკის, რახმანოვის და სხვათა რომანსებს.

მოღვაწეობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს დირიჟორებთან (ჰერბერტ ფონ კარაიანი, კ. აბადო, ლ. მააზელი, ზ. გეტა, რ. მუტი, კ.მ. ჯულენი). პაატა ბურჭულაძე მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია: საერთაშორისო კონკურსი ”ვერდის ხმები” (1981, იტალია, II პრემია), ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (1982, მოსკოვი, I პრემია). ფილადელფიის ლუჩიანო პავაროტის საერთაშორისო კონკურსი (1985), მარია კალასის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (1986, მაინის ფრანკფურტი, I პრემია). 1991 წელს მიენიჭა ზ. ფალიაშვილის პრემია, 1992 წელს შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. არის აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო (1982) და ი. გოგებაშვილის სახელობის (1991) პრემიების ლაურეატი.

პაატა ბურჭულაძე სისტემატიურად ჩამოდის თბილისში, მონაწილეობს კონცერტებში. 1998 წელს მისი ინიციატივით და მოანწილეობით თბილისში გაიმართა საოპერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ”ბრავო”, 2000 წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში შეასრულა ი. კეჭაყმაძის საგალობლები ტაძრის მგალობელთა გუნდთან ერთად. ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, არის საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” პრეზიდენტი. 2003 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი, 2001 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის ყოფილი მინისტრი
მიხეილ ბატიაშვილი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
გიორგი გახარია
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, აშშ-ში საქართველოს ელჩი
დავით ზალკალიანი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირების საქმეს განიხილავენ, ხმაური იყო
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნიკა გვენცაძე პროკურორს - რა ნივთი ვისროლე? მე მახსოვს, რომ ქაღალდი ვისროლე - ეს თუ დანაშაულია, არ ვიცი
ირაკლი ნადირაძე - თურმე, ამხელა გადატრიალება იგეგმებოდა და სათავეში მსოფლიო ბანი და ყოფილი გენერალური პროკურორი ედგა - პროპაგანდა ეშლებათ, ძნელია მათი მომხრეებიც კი დააჯერო, რომ ფულის და იარაღის გარეშე რეჟიმი ემხობოდა
მურთაზ ზოდელავა - 4-მა ოქტომბერმა ბევრი მითი შეიძინა, სახელისუფლებო მითმა კი კიდევ ერთი ადამიანი - ბაჩო ახალაიაც შეიწირა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს
პაატა მანჯგალაძე - პროკურატურამ მხოლოდ ის კომენტარები კი არ უნდა მოიტანოს, რაც ჩემ წინააღმდეგაა, არამედ ისინიც, სადაც ვამბობ, რომ აქციის ორგანიზატორი არ ვარ - ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომ სადმე რამე დავგეგმე
თბილისის საქალაქო სასამართლოში, პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს
ანონსი  8 იანვარი
პაატა ბურჭულაძე - სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე, სამშობლოს სიყვარული კი ღალატზე
ადვოკატი - ბაჩო ახალაია გაოგნებულია, რადგან არ ახსენდება მსგავსი საქმე, რომ ვინმე მხოლოდ და მხოლოდ ზარის გამო დაეკავებინოთ - აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას, გავასაჩივრებთ
სუს-ი - ბაჩანა ახალაიას განცხადება არის ტყუილი და ემსახურება სიმართლის დამახინჯებას - განსაკუთრებით ამორალურია მის მიერ მოგონილი ამბავი „მეგობრების მხილებისათვის მეუღლის დაჭერის მუქარაზე და 13 წლის ბავშვის ობლად დატოვებაზე“
პროკურორი ახალაიას საქმეზე - არსებობს სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია, შესაბამისად  ბრალდება მტკიცებულებებით არის დადასტურებული, შინაარსში ვერ შევალთ, რადგან საქმე დახურულ რეჟიმში განიხილება
ბაჩო ახალაია პროკურორს - ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი - სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ - ტერორისტია, ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ
ბაჩო ახალაია დაკავებამდე - არ ვუყურებდი სერიოზულად, რომ ივანიშვილი ეუბნება მომხრეებს, გადატრიალებას გვიწყობს ადამიანი, რომელიც 10 წელი ციხეში მეჯდაო  - ხელისუფლება ამბობს, კონსპირაციული შეხვედრები იყოო, ასე არაა, ამ საქმეში არ ვმონაწილეობ
ადვოკატის განცხადებით, გამომძიებლებმა ბაჩო ახალიას საქმეზე გაუთქმელობაზე გააფრთხილეს
პროკურატურა - 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია - მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ
პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
ადვოკატი - ბაჩო ახალაია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, უწოდებს აბსურდულს და სიგიჟეს - არ ენდობა გამოძიებას და ჩვენება არ მისცა
ბაჩო ახალაიას ბრალს დღეს წარუდგენენ
ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ