შუქრი ბურჭულაძე - 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებმა აუცილებლად უნდა გააფორმონ საპროცესო შეთანხმება, ხოლო პაატა ბურჭულაძე ციხეში უფრო ფასეული იქნება ქვეყნის თავისუფლებისთვის თუ თავისუფლებაზე, ამას შემდეგ განვიხილავთ

პაატა ბურჭულაძე მოუწოდებს მათ [არაორგანიზატორებს], რომ გააფორმონ საპროცესო შეთანხმება, ხოლო შემდეგ რა იქნება, უკვე მაგას შემდეგ განვიხილავთ - პაატა ბურჭულაძე ციხეში უფრო ფასეული იქნება ქვეყნის თავისუფლებისთვის და ქვეყანაში მშვიდობისთვის, თუ თავისუფლებაზე, - ასე უპასუხა მსჯავრდებული მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ ჟურნალისტების კითხვას, გააფორმებს თუ არა პაატა ბურჭულაძე საპროცესო დეთანხმებას.

„დაველოდოთ ჯერ... ჯერ გავიდეს ყველა დანარჩენი, ყველა ჩვეულებრივი მონაწილე, რომელიც არაკანონიერად ზის ციხეში, გავიდნენ თავისუფლებაზე, როგორც პაატამ თქვა, ნებისმიერი მეშვეობით, ანუ გააფორმონ. პაატა მოუწოდებს მათ, რომ გააფორმონ საპროცესო შეთანხმება, ხოლო შემდეგ რა იქნება, უკვე მაგას შემდეგ განვიხილავთ - პაატა ბურჭულაძე ციხეში უფრო ფასეული იქნება ქვეყნის თავისუფლებისთვის და ქვეყანაში მშვიდობისთვის, თუ თავისუფლებაზე… შემდგომში როგორი სიტუაციაც იქნება, შეიძლება საერთოდ აღარ იყოს „ქართული ოცნება“ და საერთოდ აღარ იყოს აუცილებელი საპროცესოს გაფორმება”, - აღნიშნა მან.

შუქრი ბურჭულაძემ განმარტა, როგორია მისი პირადი დამოკიდებულებაც 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ლიდერების მხრიდან ციხის დატოვება/არდატოვებასთან მიმართებით.

“რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, ყველა ორგანიზატორის და ლიდერის ვალდებულებაა, რომ ციხეში იყოს მანამდე, სანამ დანარჩენი ადამიანები არ იქნებიან თავისუფლებაზე. ეს არის ჩემი აზრი, ეს არ არის პაატას აზრი. პაატამ რაც დაწერა, ეს არის მისი პოზიცია, აქ მე ვაჟღერებ ჩემს პოზიციას.

ჩემი პოზიციით, [აქციის მონაწილეებმა] აუცილებლად უნდა გააფორმონ საპროცესო შეთანხმება და უნდა გავიდნენ თავისუფლებაზე და “ფეისბუქ” პოსტში მე მხოლოდ ლიდერებზე მქონდა საუბარი”, - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს