ირაკლი კობახიძე მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეზე - ზოგი აქებს, ზოგი ლანძღავს, ეს მეტყველებს, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არავის აქვს მორალი, რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის შვილს, ახალგაზრდა „ნაცი” არის პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგიის, რაც მძიმე მოვლენაა

თუკი ვინმე გაიაზრებს, რომ არასწორი ქმედება ჩაიდინა და მოინანიებს ამ ქმედებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ ჩვენი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარებაზე, სინანულზე, გვექნება შესაბამისი რეაგირება და რეაგირებაში იგულისხმება შესაბამისი პირების გათავისუფლება, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებისთვის, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძისთვის, საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ეხებოდა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, “მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაული იყო ხელისუფლების გადატრიალების, დამხობის მცდელობა, მმართველი გუნდი გამოხატავს მზაობას, რომ აღიარების შემთხვევაში, შესაბამისი ნაბიჯები გადადგას”.

„თუკი ვინმე გაიაზრებს, რომ არასწორი ქმედება ჩაიდინა, დანაშაული ჩაიდინა და თუკი ვინმე მოინანიებს ამ ქმედებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ ჩვენი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარებაზე, სინანულზე, გვექნება შესაბამისი რეაგირება და რეაგირებაში იგულისხმება შესაბამისი პირების გათავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაული იყო უმძიმესი დანაშაული, ეს იყო ხელისუფლების გადატრიალების, დამხობის მცდელობა, ამის მიუხედავად, ჩვენ გამოვხატავთ მზაობას, რომ აღიარების შემთხვევაში, გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები.

რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, ეს მეტყველებს მათ მორალზე, ის, რომ თან არეულები არიან ამ განცხადებებში, ზოგი აქებს, ზოგი არ აქებს, ზოგი პირიქით ლანძღავს ასეთ ადამიანებს, ზოგი ციხის გარეთაა, თვითონ იყო თანამონაწილე ძალადობრივი პროცესების და ახალ იმას აკრიტიკებს, ვინც ციხეშია მოხვედრილი, ეს აბსოლუტურად გაუგებარია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ამ ადამიანების მორალზე. რადიკალურ ოპოზიციაში არავის აქვს მორალი, არცერთ ადამიანს.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებას, ზოგადად, პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“. ეს განცხადებაც ამის დასტურია. სხვა შვილების განცხადებებიც გვახსოვს, ჩახუნაშვილთან დაკავშირებით. ახალგაზრდა „ნაცი” არის გამორჩეული პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგიით, რაც მძიმე მოვლენაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი - მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე