არჩილ გორდულაძე პაატა ბურჭულაძის წერილზე - შესაძლებელია, რომ ან ბულინგისგან გაქცევას ცდილობდეს, ან საზოგადოებრივ აზრს საკუთარი გადაწყვეტილებისთვის ამზადებდეს

შესაძლებელია, რომ ან ბულინგისგან გაქცევას ცდილობდეს, ან საზოგადოებრივ აზრს საკუთარი გადაწყვეტილებისთვის ამზადებდეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ ადამიანებს მხოლოდ საზარბაზნე ხორცად აინტერესებთ ის პირები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ბრალდებულები ან მსჯავრდებულები.”

„ჩვენ ვნახეთ ათეულობით ადამიანის აღიარება ჩადენილი დანაშაულისა და შესაბამისი ჰუმანური მოპყრობა სახელმწიფოს მხრიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმებით. ამავდროულად ვნახეთ, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ ადამიანებს მხოლოდ საზარბაზნე ხორცად აინტერესებთ ის პირები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ბრალდებულები ან მსჯავრდებულები. ისინი უნდა შეეწირონ იმ დიად იდეას, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამოყენება პროქსი სახელმწიფოდ და, შესაბამისად, მეორე ფრონტის გახსნა გარე მმართველობის დამყარების საფუძველზე.

თვითონ კონკრეტულად უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ბატონი ბურჭულაძე რას გააკეთებს, ეს მისი გადასაწყვეტია. არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, ამავდროულად მის გვერდით მდგომი ადამიანები, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ დანაშაულებრივ ქმედებას და ქვეყნის დამხობის, არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას, შესაძლებელია, რომ ან ბულინგისგან გაქცევას ცდილობდეს, ან საზოგადოებრივ აზრს საკუთარი გადაწყვეტილებისთვის ამზადებდეს. ფაქტი ერთია, დადასტურებულია, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციის ტყუილებით გაჯერება, რომ საქართველოში არავითარი მშვიდობიანი აქციები 2024 წლის დეკემბერში ან ნოემბერში არ ტარდებოდა, არც 2025 წლის დასაწყისში, არც 2025 წლის 4 ოქტომბერს. ეს იყო ძალადობრივი აქციების გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რაც აღიარებული აქვს არა ერთ, ან ორ ადამიანს, არამედ უშუალოდ ამ პროცესში მონაწილე ათეულობით პირს. კეთილი ინებონ და აღიარონ თავიანთი დანაშაულებები და თუ მოინანიებენ, სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ იქნება, ჰუმანური მიდგომა,”-განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ წერილი გუშინ ციხიდან გამოაქვეყნა. მისი თქმით, „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა.

„ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა! ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში" , - წერს ბურჭულაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის