პაატა ბურჭულაძე - ჩემი გულწრფელი მადლობა და დიდი პატივისცემა ვახო სანაიას - ერთობით აუცილებლად გავიმარჯვებთ იმ უკვე დიდ უმცირესობაზე, რომელიც ატერორებს და ცდილობს მთელი საქართველოს დამორჩილებას

ჩემი გულწრფელი მადლობა და დიდი პატივისცემა ვახო სანაიას - ერთობით აუცილებლად გავიმარჯვებთ იმ უკვე დიდ უმცირესობაზე, რომელიც ატერორებს და ცდილობს მთელი საქართველოს დამორჩილებას ,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული მომღერალი, პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულით ის, ჟურნალისტის, ვახო სანაიას 30-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც საკუთარი თავისუფლებისა და ჯანმრთელობის ფასად იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში.

“ჩემი გულწრფელი მადლობა და დიდი პატივისცემა ვახო სანაიას და ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც საკუთარი თავისუფლებისა და ჯანმრთელობის ფასად იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს, დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას. თქვენი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში!

ჩვენი ერთობით აუცილებლად გავიმარჯვებთ იმ უკვე დიდ უმცირესობაზე, რომელიც ატერორებს და ცდილობს მთელი საქართველოს დამორჩილებას.

გამარჯვება გარდაუვალია, ბრძოლა ბოლომდე!”, - წერს ბურჭულაძე.

ინფორმაციისთვის, ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ სახლთან დღეს დააკავეს. მას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სანაია პროცესს არ დაესწრო და აცხადებს, რომ „პოსტების გამო დევნა აბსურდულია“. ეს ჟურნალისტის უკვე მეორე დაკავებაა, მანამდე მას 22 ივლისს დაწერილ პოსტზე 14-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს