„ნაციონალური მოძრაობა“ და შუქრი ბურჭულაძე გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართავენ, დაიკითხოს ყველა ის პირი, ვინც აცხადებს, რომ 2012 წლის ე.წ. ციხის კადრები დადგმული იყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი და მსოფლიო ბანის, მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართავენ, დაიკითხოს ყველა ის პირი, ვინც აცხადებდა, რომ 2012 წლის ე.წ. ციხის კადრები იყო დადგმული.

როგორც გენერალურ პროკურატურასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე შუქრი ბურჭულაძემ და ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნეს, “უნდა დაისაჯონ ის პირები, ვინც რუსული აგენტურული ქსელის ამოქმედების შემდგომ, საქართველოში ხელისუფლების ცვლილებაში მონაწილეობდნენ”.

“14 წელი გავიდა ციხის ე.წ. კადრების გავრცელებიდან. მე შეგახსენებთ, რომ 14 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ადამიანი მალავდა სიმართლეს. როგორც ე.წ. ცოცხების ეპიზოდი, ისე ე.წ. კარანტინის ეპიზოდი არის დადგმული და მთავარ ორგანიზატორებს, მთავარ დამდგმელებს და გამავრცელებლებს: ბედუკაძეს, ელიზბარაშვილს და ლომიას ამის შესახებ არაერთ საჯარო გამოსვლაში აქვთ განცხადება გაკეთებული. ჩვენ მოვითხოვთ გენერალური პროკურორისგან და ზოგადად პროკურატურისგან ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას, ყველა იმ ადამიანის დასჯას და გამოკითხვას, ვინც მონაწილეობას იღებდა რუსული აგენტურული ქსელის ამოქმედების შემდგომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების ოპერაციაში. ეს იყო ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, ხალხი დაარწმუნეს ასეთი შემზარავი დანაშაულის რეალურად არსებობაში და მიაღებინეს გადაწყვეტილება, რომელმაც კატასტროფული შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მე შეგახსენებთ, რომ მაშინ საუბარი იყო 26 000 მითიურ ქართველ ვაჟკაცზე, რომელიც არ არსებობდა, იმიტომ, რომ ერთი ქართველი ვაჟკაცი ხომ მაინც იქნებოდა, რომელიც ჩვენებას დაწერდა, ხმამაღლა ისაუბრებდა ან შურს იძიებდა და ამის შესახებ მერე გაიგებდა საზოგადოება და დღეს არის, მაგალითად, რეჟიმი, რომლის პირობებშიც ხდება ისეთი დანაშაული, როცა ქართველი კაცი და ქართული ოჯახი ამტკიცებს, რომ მოხდა გაუპატიურების ფაქტი და არ იძიებენ ამ საქმეს. მაშინ გაიღო ციხის კარები, შევიდნენ უფლებადამცველები, შევიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები. ახლა მსგავსი არაფერი ხდება და პირიქით, სისტემა აშავებს იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ შემზარავ დანაშაულებზე საუბრობენ. ამიტომაც მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ამ საქმის გამოძიებას. ადრე, თუ გვიან აუცილებლად უნდა დადგეს სამართალი ამ საქმესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შუქრი ბურჭულაძის განცხადებით კი, უნდა დაიკითხოს ყველა ის პირი, რომლებმაც აღიარეს, რომ 2012 წელს ე.წ. ციხის კადრები იყო დადგმული და სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

“ეს აღიარეს მათ და ჩვენ გვინდა, რომ დაიწყოს გამოძიება ამაზე, ვინაიდან ძალიან რთულია 14 წელი იცხოვრო ტყუილში, მით უმეტეს, როდესაც ეს ტყუილი ეხება რუსული სპეცოპერაციის შედეგებს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ დღეს და რითიც არიან ჩვენი შვილები და საქართველოს მომავალი განწირული”, - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს