შუქრი ბურჭულაძე - პაატა ბურჭულაძემ საპროცესო შეთანხმებაზე ხელი უნდა მოაწეროს თუ არა, საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია

პაატა ბურჭულაძემ საპროცესო შეთანხმებაზე ხელი უნდა მოაწეროს თუ არა, ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია, - ასე უპასუხა მსჯავრდებული მომღერლის, პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ ჟურნალისტების კითხვას, გააფორმებს თუ არა პაატა ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმებას.

შუქრი ბურჭულაძის თქმით, ქვეყანაში უსამართლობა სუფევს, რადგან ხალხს ჯერ არაკანონიერად აპატიმრებენ, ხოლო შემდგომ აიძულებენ, მოაწერონ ხელი საპროცესო შეთანხმებაზე.

„საერთოდ, ქვეყანაში სუფევს უსამართლობა, არაკანონიერად აპატიმრებენ ხალხს და შემდგომ აიძულებენ, მოაწერონ ხელი საპროცესო შეთანხმებაზე, აღიარონ დანაშაული, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მე არ მახსოვს ამდენი მსახიობი, ამდენი ექიმი, ამდენი ჟურნალისტი ყოფილიყო არაკანონიერად დაპატიმრებული. „ქართული ოცნება“ არის არაკანონიერი, „ქართული ოცნება“ არის [უფრო] რეპრესიული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებით”, - დასძინა მან.

შუქრი ბურჭულაძე აცხადებს, რომ ყველამ უნდა დაუსვას თავის თავს კითხვა, კარგი არის თუ არა, ორგანიზატორების მიერ საპროცესოს გაფორმება და გათავისუფლება ასეთი არამართალი გზით, სანამ აქციის სხვა მონაწილეები სხედან ციხეში.

„თქვენ რომ დააორგანიზოთ აქცია, მოვიდეს პოლიცია და არაკანონიერად დაიჭიროს ვიღაცები, ყველა ვარიანტში თქვენც ხომ იქნებით პასუხისმგებელი იმ ხალხის თავისუფლებაზე, ამიტომ ყველამ დაუსვას თავის თავს კითხვა, კარგი არის თუ არა, სანამ სხვები სხედან ციხეში, [ორგანიზატორების მიერ] საპროცესოს გაფორმება და გათავისუფლება ასეთი არამართალი გზით. აღიარებენ იმას, რაც არ გაუკეთებიათ და იმ ხალხს ტოვებენ ციხეში, რომლებზეც იციან, რომ ისინიც არ არიან დამნაშავეები“, - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში