ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდშტეტერი - მოვითხოვთ პატიმრობაში მყოფი პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას - ევროპამ თვალი არ უნდა დახუჭოს, როდესაც დემოკრატიულ ხმებს ახშობენ

თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს! ევროპამ თვალი არ უნდა დახუჭოს, როდესაც დემოკრატიულ ხმებს ახშობენ, - ამის შესახებ ავსტრიელი ევროპარლამენტარი, ჰელმუტ ბრანდშტეტერი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სამ სხვა ავსტრიელ ევროპარლამენტართან ერთად ხელი მოაწერა განცხადებას, რომლითაც პაატა ბურჭულაძის, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.
„სამ სხვა ავსტრიელ ევროპარლამენტართან ერთად ხელი მოვაწერე ერთობლივ განცხადებას, რომლითაც მოვითხოვთ პატიმრობაში მყოფი ცნობილი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას. თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ყველა შესაძლო საშუალებით უნდა იყოს დაცული”, - წერს ევროპარლამენტარი.

























