გარდაცვლილი 6 წლის ბავშვის ოჯახმა ბათუმში აქცია გამართა

გარდაცვლილი 6 წლის საბა კიწმარიშვილის ოჯახმა ბათუმში აქცია გამართა. გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრებმა ექიმები უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, ექიმებმა არასწორი დიაგნოზის დასვეს, რასაც 6 წლის ბავშვის ემსხვერპლა. შემთხვევა 19 იანვარს მოხდა. გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს აანონსებს.

„ბავშვი ჯერ ბათუმის კლინიკაში მივიყვანეთ მაღალი სიცხით, საიდანაც თბილისში გაგვწერეს, შემდეგ ბავშვი შეცდომით მიგვაყვანინეს ინფექციური საავადმყოფოს უფროსების განყოფილებაში, იქ მდგომარეობა გართულდა და შემდეგ იაშვილის კლინიკაში გადავედით, არასწორი დიაგნოზი და მკურნალობა გახდა გარდაცვალების მიზეზი", -ამბობს გარდაცვლილის დედა თამარ ჩხიკვაძე.

ბავშვის მამის განცხადებით კი, ექიმებმა უცხოეთიდან გამოგზავნილი დიაგნოზი ოჯახს დაუმალეს.

"19 იანვარს გარდაიცვალა ჩემი ბავშვი, 11 იანვარს გერმანიიდან მოვიდა პასუხი, რომ ბავშვს ჰქონდა ღვიძლის პრობლემა, ეს მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გვითხრეს, რადგან არ უნდოდათ გაემხილათ, რომ არასწორად მკურნალობდნენ. მეუბნებოდნენ გენეტიკური დაავადება ან სეფსისი აქვსო, დღეში სამჯერ გადასხმას უკეთებდნენ, რაც ღვიძლზე თურმე არ შეიძლება, როდემდე უნდა იყოს ასეთი განუკითხაობა?"-განაცხადა ბავშვის მამამ ნოდარ კიწმარიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა