„ბიბლუსის“ „სუპერკვირეულის“ ფარგლებში დეტექტიური საღამო იგეგმება

6 აპრილს, 17:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“ (თბილისი, კანდელაკის #7) დეტექტივების მოყვარულებს რეალური დეტექტიური საქმის გამოძიების შესაძლებლობა ეძლევათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ Palitra L-იდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე მისული სტუმრები ჩაერთვებიან დეტექტიურ თამაშში, რომელსაც მწერალი თეა ინასარიძე გაუძღვება.

„მოთამაშეებს, რომლებიც დეტექტივის როლს მოირგებენ, შეეძლებათ, მოხვდნენ გაუჩინარებული ჟურნალისტის ოთახში და იპოვონ მინიშნებები, რომლებიც მან გაუჩინარებამდე დატოვა. გაიმარჯვებს ის, ვინც პირველი ამოხსნის თავსატეხს და გაშიფრავს ბროუდის საიდუმლო წერილს. თამაში ძალიან საინტერესო და მოულოდნელობებით სავსე იქნება!”, - ამბობს თეა ინასარიძე და მათ, ვისაც უოცნებია, ყოფილიყო გამომძიებელი, ურჩევს, შეამოწმონ თავიანთი ლოგიკა, ინტუიცია და გამოსცადონ, თუ რამდენად გამჭრიახი გონება აქვთ.

გამარჯვებული და ასევე, თამაშის მონაწილეები მიიღებენ პრიზებს, რომლებიც გამომცემლობა Palitra L-მა, სპეციალურად, დეტექტივის მოყვარულებისათვის შეარჩია.

Palitra L-ის ინფორმაციითვე, 15 აპრილის ჩათვლით, ბიბლუსის ყველა მაღაზიაში „სუპერ კვირეულია“, რომლის ფარგლებშიც, მკითხველს სერია - „TOP თრილერის“; „ჩემი რჩეული მსოფლიოს“; „ნამდვილი დეტექტივებისა“ და უსერიო დეტექტიური წიგნების 35%-იანი ფასდაკლებით შეძენა შეუძლია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა