რომში გამართულ სესიაზე „აზიური ფაროსანას ფიტოსანიტარიული რეგულირების ჩარჩოები“ განიხილეს

რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შტაბბინაში გაიმართა მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) ფიტოსანიტარიულ ღონისძიებათა კომისიის მე-14 გენერალური სესია, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სესიაზე, რომელშიც 145 ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი და 30 სადამკვირვებლო ორგანიზაცია მონაწილეობდა, მცენარეთა დაცვის საკითხები - ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერება, მცენარეთა და მცენარეული პროდუქტებით უსაფრთხო ვაჭრობა, ტრანსსასაზღვრო მავნებლების მონიტორინგი და შემოსულ ტვირთებთან დაკავშირებული მავნებლების გავრცელების რისკების შემცირების გზები განიხილეს. მათი ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მცენარეთა დაცვის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

„გაზრდილი საერთაშორისო ვაჭრობისა და ტურიზმის ფონზე, იზრდება მცენარეთა მავნე ორგანიზმების გავრცელების რისკი სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მცენარეთა დაცვას დაავადებებისა და მავნებლებისაგან“, - განაცხადა ჩეკურაშვილმა.

ფიტოსანიტარიულ ღონისძიებათა კომისიის სესიაზე განიხილეს თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მსოფლიოს 26 ქვეყნის მეცნიერის მიერ შემუშავებული დოკუმენტი „აზიური ფაროსანას ფიტოსანიტარიული რეგულირების ჩარჩოები“.

მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის ფიტოსანიტარიულ ღონისძიებათა კომისიის შეხვედრების მიზანია მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება და მონაწილე ქვეყნებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და რესურსების კოორდინაცია მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა