პაატა იმნაძე - სისხლში ტყვიის შემცველობის მიზეზების გამოსაკვლევად, დიდი სამთავრობო პროგრამა მუშავდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, ტყვიის შემცველობაზე კვლევის სრული შედეგები 20 აპრილისთვის გამოქვეყნდება. როგორც იმნაძე აღნიშნავს, კვლევის პირველადი მონაცემები საგანგაშო არ არის.

„კვლევაში 1600-მდე ბავშვი იყო ჩართული. აქედან შედეგების მიხედვით, 16 ბავშვი იყო, რომელსაც საყურადღებო მატება ჰქონდა ტყვიის შემცველობის. ამ ბავშვების ოჯახებში უკვე დადიან ექიმები, პედიატრები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკები, გარემოს სპეციალისტი და ინდივიდუალური კონსულტირება უტარდებათ. ამავე დროს, ხდება უფრო ღრმა კვლევა თუ რა არის იმ ადგილას, იმ ოჯახებში განმაპირობებელი იმისა, რის გამოც არის მათ სისხლში ტყვიის მატება", - აღნიშნა იმნაძემ.

მისივე თქმით, მალე სახელმწიფო პროგრამა ამუშავდება და ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მოხდება „კიდევ უფრო ღრმა შესწავლა, თუ რა არის სისხლში ტყვიის შემცველობის მიზეზები".

„სისხლში ტყვიის შემცველობის მიზეზების გამოსაკვლევად დიდი სამთავრობო პროგრამა მუშავდება. პრემიერ-მინისტრთან უკვე შეხვედრა ჩატარდა და მზადდება დიდი სამთავრობო პროგრამა სხვადასხვა უწყების ჩართულობით: ჯანდაცვა, გარემო, სოფლის მეურნეობა, იმისათვის, რომ გრძელვადიანი პროგრამა დაისახოს ქვეყანაში, ტყვიის პრობლემების აღმოსაფხვრელად. დაახლოებით ისეთივე სიტუაცია გვაქვს, როგორიც 80-90-იან წლებში იყო იგივე აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში. იქაც გრძელვადიანი პროგრამები იყო იმისათვის, რომ შემცირებულიყო ტყვიის შემცველობა", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა