გიორგი ბადრიძე - როგორ წარმოუდგენია ქალბატონ პრეზიდენტს, რომ "ბრექსითის" შემდეგ ევროკავშირში დარჩება რაღაც ვაკანსია, რომელიც თავისუფლდება?

როგორ წარმოუდგენია ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ევროკავშირში დარჩება რაღაც ვაკანსია, რომელიც თავისუფლდება?“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ამით ბადრიძე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელსაც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა წარმოადგენს და წინ წაწიოს თავისი გაწევრიანების საკითხი.

დიპლომატის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება საერთაშორისო არენაზე არასასიამოვნო კითხვებს გააჩენს, მათ შორის კომპეტენტურობის თვალსაზრისითაც. გიორგი ბადრიძის განცხადებით, იმის თქმა, რომ ჩვენ გვიხარია ბრიტანეთის გასვლა და ამით ვისარგებლებთ, დიპლომატიურად უტაქტოა.

„პრეზიდენტის სურვილი, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი წინ წამოწიოს, მისასალმებელია, მაგრამ რასაც ის ამბობს, ბევრ კითხვას ბადებს. პირველ რიგში, როგორ წარმოუდგენია ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ევროკავშირში დარჩება რაღაც ვაკანსია, რომელიც თავისუფლდება? მეორე, რატომ ჰგონია მას, რომ ევროკავშირი ისევე ან უკეთ უნდა ეპყრობოდეს საქართველოს, რომელსაც ევროკავშირში შესვლა უნდა, ვიდრე დიდ ბრიტანეთს, რომელსაც გამოსვლა უნდა? ბრიტანეთი გახლავთ გაერთიანების უმნიშვნელოვანესი წევრი და მსოფლიოს მეხუთე ზომის ეკონომიკა, სამოცზე მეტი მილიონი მოსახლეობით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ძალასა და პოლიტიკურ პარტნიორს წარმოადგენს და რომლის გასვლაც ევროკავშირს კრიზისის წინაშე აყენებს.

რამდენადაც გული უნდა შეგვტკიოდეს ჩვენს მომავალ კავშირზე ევროპასთან, საქართველო ევროპისთვის უმნიშვნელო პარტნიორია, გნებავთ ეკონომიკური, გნებავთ პოლიტიკური თვალსაზრისით. ასე რომ, ამ ორი რამის ერთმანეთთან დაკავშირება სულ მცირე, გააჩენს კითხვებს, თან არასასიამოვნო კითხვებს, მათ შორის კომპეტენტურობის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენია ევროკავშირში წევრობის კრიტერიუმები საქართველოს პრეზიდენტს და ყოფილ დიპლომატს საფრანგეთში. გარდა ამისა, იმის თქმა, რომ ჩვენ გვიხარია ბრიტანეთის გასვლა და ამით ვისარგებლებთ, დიპლომატიურად უბრალოდ, უტაქტოა“, - განაცხადა ბადრიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა