კობა გვენეტაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების განცხადებით, 2008 წელს ბანკიდან ნასესხები თანხით სააქციო კაპიტალი გაიზარდა, სინამდვილეში კი არ გაზრდილა

„თიბისი ბანკის“ აქციონერების განცხადებით, 2008 წელს ბანკიდან ნასესხები თანხით სააქციო კაპიტალი გაიზარდა, სინამდვილეში კი 2008 წელს „თიბისი ბანკის“ კაპიტალი არ გაზრდილა. თუ აქციონერებმა ნამდვილად გააკეთეს ის, რასაც ამბობენ, მაშინ მათ კიდევ უფრო უხეშად დაარღვიეს კანონმდებლობა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენრტის სესიაზე განაცხადა, სადაც „თიბისი ბანკის“ საქმეზე ისაუბრა.

„მინდა ყურადღება გავამახვილო რამდენიმე ფაქტზე, რაც პარლამენტის ტრიბუნიდან საზოგადოებამდე არასწორად იქნა მიტანილი, რისი მიზანიც, სავარაუდოდ, აქცენტების სხვა მიმართულებით გადატანა და ეროვნული ბანკის დისკრედიტაცია იყო. აქციონერების განცხადებით, 2008 წელს ბანკიდან ნასესხები თანხით სააქციო კაპიტალი გაიზარდა, სინამდვილეში კი 2008 წელს „თიბისი ბანკის“ კაპიტალი არ გაზრდილა, ამ ფაქტის გადამოწმება მარტივად შეგიძლიათ თუ ეროვნული ბანკის საიტზე გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშგებებს გაეცნობით. თუ აქციონერებმა ნამდვილად გააკეთეს ის, რასაც ამბობენ, მაშინ მათ კიდევ უფრო უხეშად დაარღვიეს კანონმდებლობა. უფრო ზუსტად, მაშინ სამმაგ დარღვევასთან გვექნებოდა საქმე. პირველი - დაირღვა ინტერესთა კონფლიქტის დებულება. მეორე - როგორც 2008 წელს, ისე დღესაც ბანკებს ეკრძალებათ ბანკიდანვე მიღებული სახსრებით კაპიტალის ზრდა, რაც ნიშნავს, რომ ეს წესიც დაირღვეოდა. აქციონერების განცხადებით, 2007 წელს ეროვნულმა ბანკმა ერთ დღეში გააჩერა ბანკი და პრაქტიკულად აუკრძალა სესხის გაცემა - ეს განცხადება ასევე ტყუილია. სინამდვილეში კი, ბანკის პორტფელი მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, „არსებული სტატისტიკური ინფორმაციით, ბანკის მიერ აგრესიული პოლიტიკის გატარებით მისი ბაზრის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა“.

„ბანკის საკრედიტო დაბანდება 2006 წლის ბოლო 594 მილიონი ლარით, ხოლო 2007 წლის ბოლოს კი, მილიარდ 173 მილიონი ლარი იყო, ანუ, პორტფელი ერთ წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბანკი ჯიუტად არღვევდა კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტს და მიუხედავად იმისა, რომ კოეფიციენტი ჩამორჩებოდა მაშინდელ მოთხოვნებს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ბანკი კვლავ განაგრძობდა პორტფელის სწრაფ ზრდას მშენებლობის და სხვა სექტორებში, რის გამო, 2008 წლის ომისა და კრიზისის დროს ბანკი მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დადგა, რისი მიზეზიც ბანკის აგრესიული პოლიტიკა იყო“, - განაცხადა გვენატაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა