კობა გვენეტაძე -„თიბისის“ სამეთვალყურეო საბჭოს მოვალეობაა, აქციონერების ინტერესების დაცვა, რასაც თავმჯდომარისა და  მოადგილის დომინანტური გავლენის გამო ვერ ახერხებდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ აქციონერების ინტერესების დაცვა, სამეთვალყურეო საბჭოს მოვალეობაა, რასაც თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დომინანტური გავლენის გამო ვერ ახერხებდა. „თიბისი ბანკის“ საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მას დეპუტატები უსმენენ.

„ეროვნულ ბანკში ჩემი მოსვლის შემდეგ და მანამდეც „თიბისი ბანკის“ ზედამხედველობის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, სწორედ დაკავშირებული პირების დაკრედიტება და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები იყო. მსურს აღვნიშნო, რომ ბანკის დამფუძნებელი ადმინისტრატორების ბიზნესებთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების გამო ბოლო წლებში ეროვნულ ბანკს არაერთხელ მოუწია ზომების მიღება, თუმცა ჩვენ ამ თემებზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ, ვინაიდან საზედამხედველო ღონისძიებები კანონმდებლობით კონფიდენციალურია. „თიბისი ბანკში“ ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას ჩვენ პირველ რიგში სამეთვალყურეო საბჭოს გაძლიერებითა და დამოუკიდებელი წევრების როლის გაზრდით ვცდილობდით. სწორედ სამეთვალყურეო საბჭოს მოვალეობაა ბანკის აქციონერების ინტერესების დაცვა, რასაც საბჭო ჯეროვნად ვერ ახერხებდა თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დომინანტური გავლენის გამო. ეს ყველაფერი 2018 წლის შემოწმებით არ დაწყებულა, როგორც ამის წარმოჩენა ბევრს სურს. ეს დაიწყო გაცილებით ადრე და 2019 წელს მიღებული გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა