დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება

5 აპრილს საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ამ დღესთან დაკავშირებით 2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის ქვეყნების ლიდერებს მოსახლეობის საყოველთაო მოცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ნაბიჯისკენ - პირველად ჯანდაცვაში ინვესტირებისკენ მოუწოდებს. ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში ჯანმოს ევროპის ბიუროს ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო გეგმები. პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერება, სოფლის ექიმის პროგრამის გაუმჯობესება, სტრატეგიული შესყიდვების დანერგვა, სოციალური მომსახურების საააგენტოს რეორგანიზაცია არის ის მთავარი მიმართულებები, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის რგოლის გასაძლიერებლად არის დაგეგმილი.

შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლებს საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში, რათა ჯანმოს ექსპერტებს ადგილზე გააცნოს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელთა საქმიანობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ევროპის რეგიონის ქვეყნებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, თუმცა, მოსახლეობის დიდ ნაწილს, კვლავ არ აქვს საკმარისი წვდომა საჭირო სამედიცინო სერვისებზე. სამედიცინო სერვისებისთვის, განსაკუთრებით მედიკამენტებისთვის საჭირო თანხები მნიშვნელოვან ტვირთს წარმოადგენს ევროპის რეგიონის, მათ შორის მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობისთვის. ევროპის 24 ქვეყნის ჯანდაცვაზე დანახარჯების შესწავლამ ცხადყო, რომ ოჯახების 9%-ს სამედიცინო სერვისებისთვის თანხის გადახდის შემდეგ აღარ რჩება სხვა მინიმალური საყოფაცხოვრებო საჭიროებების დაკმაყოფილების რესურსი. განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ასაკოვანი მოსახლეობა, ყველაზე მეტად განიცდის ჯიბიდან გადახდასთან დაკავშირებულ სირთულეებს და ხშირად სრულადაც ვერ იღებს საჭირო სერვისებს.

„საქართველოს მთავრობა ატარებს სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რათა შეამციროს ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდები, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი და მუდმივი სამედიცინო საჭიროებების მქონე პირებისთვის. განსაკუთრებით ბოლო წლებში, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომელმაც 2018 წელს მთლიანი მოსახლეობის თითქმის 90% -ის სამედიცინო სერვისები დააფინანსა. მთლიანი შიდა პროდუქტიდან სახელმწიფოს დანახარჯები ჯანდაცვაზე 2012 წელს არსებული 1,6%-იანი მაჩვენებლიდან 3,08%-მდე გაიზარდა 2016 წელს. შედეგად სამედიცინო სერვისებისთვის მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების წილი 73,4%-დან 55,6%-მდე შემცირდა. პირველად ჯანდაცვას აქვს სასიცოცხლო როლი სამედიცინო სერვისებზე ფართო წვდომის უზრუნველყოფის საკითხში”, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე