ჯანდაცვის სერვისები დაფინანსების ახალ სისტემაზე გადადის

ჯანდაცვის სერვისები დაფინანსების ახალ სისტემაზე - DRG-ზე (“დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები”) გადადის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამ სისტემის შემოღება ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურების კიდევ უფრო მეტად მიმართვას პაციენტის ინტერესებზე.

„2013 წელს საქართველოს ახლად არჩეულმა მთავრობამ აამოქმედა “საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა”, რომელმაც მოკლე ხანში უპრეცედენტოდ გაზარდა ქვეყნის მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სამედიცინო დახმარებაზე. ამ წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცალსახად აჩვენა პროგრამით მოსარგებლეების კმაყოფილება და “ჯიბიდან გადახდების” კლების ტენდენცია.

მიუხედავად მნიშვნელოვნად გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტისა, გლობალურად მზარდი ჯანდაცვის დანახარჯების პირობებში აუცილებელია დამატებით ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ, “საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის” მდგრადობას, ხოლო მეორე მხრივ, მთავრობის მიერ გაწეული ხარჯებით კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას მოსახლეობისათვის.

სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში ამ მიზნების მისაღწევად შემუშავდა რეფორმების ახალი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ჯანდაცვის სერვისების დაფინანსების ახალ სისტემაზე-DRG (“დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების”) გადასვლას.

ამ სისტემის შემოღება ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურების კიდევ უფრო მეტად მიმართვას პაციენტის ინტერესებზე, ბევრად გამჭვირვალეს გახდის სამედიცინო მომსახურებას კლინიკებში, რაც საბოლოო შედეგის სახით მოგვცემს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ სამედიცინო მოვლის ხარისხს“, - ნათქვამია ჯანდაცვის აღნიშნულ ინფორმაციაში.

თავის მხრივ, ჯანმოს საქართველოს ოფისის დირექტორის მარიან ივანუშას განცხადებით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერების გზაზე ჯანმოს საქართველოს ოფისი კოორდინაციას უწევს რეფორმას, რომლის მიზანიცაა ახალი სისტემების ეფექტიანი დანერგვა.

(ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მიღწევები და მიმდინარე რეფორმები).

http://www.nationalplanningcycles.org/sites/default/files/planning_cycle_repository/georgia/jwt_georgia_story_from_the_field_web_final_april_2019.pdf

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა