თბილისის მერია ზღვის უბნის მეოთხე მიკრორაიონში მეწყესაშიშ ზონაში მდებარე კორპუსების პრობლემის მოგვარებას იწყებს

თბილისის მერია ზღვის უბნის მეოთხე მიკრორაიონში მეწყერსაშიშ ზონაში მდებარე სამი 16-სართულიანი კორპუსის პრობლემის მოგვარებას იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, აღნიშნული კორპუსების მოსახლეობას შეხვდა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, კორპუსები მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს.

„ეს კონკრეტული ადგილი მეწყერსაშიში ზონაა. გენგეგმაშიც მითითებულია, რომ ჩარევაა აუცილებელი. შესაბამისად, უკვე გაიცა დავალება, რომ ხვალიდან, ჩვენი სამსახურებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით, დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება. სასწრაფო ჩარევაა საჭირო, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს. როგორც იცით, აქვე მდებარე შეშელიძის ქუჩაზეც ბევრი სავაჭრო ობიექტია განთავსებული და აქ დასაქმებულთა უსაფრთხოებაც მნიშვნელოვანია. გადაუდებლად, ხვალიდანვე დავიწყებთ სამუშაოებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მათივე ინფორმაციით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის, გალაქტიონ ბუაძის განცხადებით, დაიწყება აუცილებელი გეოლოგიური და ტოპოგრაფიული კვლევები, რომელთა დასკვნის საფუძველზეც ჩატარდება სატრენაჟო და საექსკავაციო სამუშაოები.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ გლდანისა და ნაძალადევის რაიონების გამგებლები - ბექა მიქაუტაძე და ირაკლი ხელაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა